"ბოლო წლების განმავლობაში, რეგიონსა და მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, ჩვენს ქვეყანას არაერთ გამოწვევასთან მოუწია გამკლავება" - მიხეილ ყაველაშვილი

ყაველაშვილი

"ბოლო წლების განმავლობაში, რეგიონსა და მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე, ჩვენს ქვეყანას არაერთ გამოწვევასთან მოუწია გამკლავება, მათ შორის, ისეთ საფრთხეებთან, რომელიც გამანადგურებელი შედეგის მომტანი შეიძლება ყოფილიყო ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის სასახლეში გამართულ ინაუგურაციის ცერემონიაზე.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საფრთხეებთან გამკლავება  ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს ერთად დგომით მოხერხდა.

"გადამწყვეტი როლი შეასრულა თავისუფლების მოყვარე ქართველი ადამიანის ხასიათმა, რომელიც არ ეგუება - ჩაგვრას, უსამართლობას, უპატივისმცემლობასა და ამპარტავნულ დამოკიდებულებას; რომელიც მოითხოვს პატივი სცენ ჩვენს ტრადიციებს, ღირებულებებს, ეროვნულ იდენტობას, ოჯახის სიწმინდეს, სარწმუნოებას და თანასწორად მოეპყრონ ჩვენს სამშობლოს. სწორედ ასეთი - მტკიცე, შეუპოვარი ხასიათის დამსახურებით მოახერხა ქართველმა ხალხმა და სახელმწიფომ ამ უთანასწორო ბრძოლაში მშვიდობის შენარჩუნება, უსამართლობასთან და სიცრუესთან გამკლავება. თანაც ისე, რომ ვაგრძელებთ ეკონომიკურ წინსვლას, განვითარებას, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას და ევროპული ოჯახისკენ სვლას",,  - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.