არავისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებთ იმისთვის, რომ მეორე ფრონტს არ ვხსნით - ირაკლი ბერაია

ბერაია

"არავისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებთ იმისთვის, რომ მეორე ფრონტს არ ვხსნით. ეს ყველამ კარგად უნდა გაიგოს და დაიმახსოვროს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ბერაიამ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადების შესახებ აღნიშნა.

„ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ჩვენი ნაბიჯები და დახმარება იყოს ქმედითი, პროდუქტიული და შედეგიანი. ამ მიმართულებით ჩვენს ნაბიჯებს ძალიან კარგად იცნობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. რაც შეეხება კონკრეტულ განცხადებას, ჩვენ არავისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებთ იმისთვის, რომ მეორე ფრონტს არ ვხსნით. ეს ყველამ კარგად უნდა გაიგოს და დაიმახსოვროს“", - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა: „მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას“",