ბილ კლინტონი საავადმყოფოში მოათავსეს

ბილ კლინტონი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი საავადმყოფოში მოათავსეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

„ყოფილი პრეზიდენტი კარგად იქნება. მას ციებ-ცხელება განუვითარდა, რის გამოც შემოწმება გადაწყვიტა“, - განაცხადა ყოფილი პრეზიდენტის თანაშემწემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ბილ კლინტონს გამოკვლევა და ტესტირება ჩაუტარდება ვაშინგტონის საავადმყოფოში.