ბიძინა ივანიშვილის მიმართ დაიწყო უპრეცედენტო მასშტაბის პოლიტიკური და ფინანსური ანგარიშსწორება - ზურაბ ქადაგიძე

ზურაბ ქადაგიძე

„პოლიტიკურად გამოყენებულ იქნა, ევროპის პარლამენტი, სადაც არა ერთ აბსურდულ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი რიგმა დეპუტატებმა, რა გადაწყვეტილებებსაც საქართველოში იყენებენ რადიკალები დესტაბილიზაციისათვის... ფინანსური ანგარიშსწორებისათვის კი "კრედიტ სუისი", რომელსაც ვალდებულებები აქვს ბიძინა ივანიშვილთან“- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე წერს, რითაც ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის წერილს ეხმიანება.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილმა წერტილი დაუსვა მის მიმართ სპეკულაციას და საჯაროდ განაცხადა, რომ ვერანაირი პოლიტიკური, თუ ფინანსური მუქარით ვერ მიაღებინებენ ქვეყნისათვის დამაზიანებელ გადაწყვეტილებას. პოლიტიკით არ ინტერესდება და ფინანსურ დავას განიხილავს მის პირად საკითხად!

„მინდა გამოვეხმაურო ძალიან საინტერესო წერილს, რომელიც გამოაქვეყნა ზაზა შათირიშვილმა... რა კავშირია, ევროპის პარლამენტსა და შვეიცარიის საბანკო სისტემას შორის? სამწუხარო რეალობიდან გამომდინარე, ერთიცა და მეორეც გამოყენებულ იქნა კონკრეტული პოლიტ-კონიუქტურის ფარგლებში, რაც ერთ ვიწროპოლიტიკურ ინტერესს მოემსახურა...

პოლიტ-კონიუნქტურა შემდეგში მდგომარეობს: გლობალური პოლიტიკური დღის წესრიგის მდგენელი სივრცე, სადაც ნებისმიერი დამოუკიდებელი და მდგენელებთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილება რევიზიას ექვემდებარება (მაგ: ურსულა ფონ დერ ლაიენის ბრიფინგი, როდესაც ტექსტი ჯერ გააქრეს და შემდეგ შეუცვალეს).
დღევანდელ ვითარებაში კი პოლიტ-კონიუქტურის მდგენელი, ომის ლობისტები არიან, რომელთაც ხელს უწყობს აშშ-ს ახლანდელი ადმინისტრაცია.

საქართველოს მთავრობის ურყევი პოზიციისა, პრაგმატულ და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, რაც საერთოდ აცდენილია გლობალურ პოლიტ-კონიუნქტურასა და მისი მდგენელების გადაწყვეტილებას, რაც შეიძლება მეტი საომარი კერა გაჩნდეს რუსეთის გარშემო, საქართველოს მხრიდან ხელშეწყობა არ უწერია!

აქედან გამომდინარე, ყველა საშუალებით უნდა მოხდეს საქართველოზე გავლენის მოპოვება და იმ კონიუნქტურაში დაბრუნება, რასაც ომის ლობისტები კარნახობენ...

ერთადერთი საშუალება გავლენის მოხდენისა, დარჩათ ბიძინა ივანიშვილი, რომლის მიმართ დაიწყო უპრეცედენტო მასშტაბის პოლიტიკური და ფინანსური ანგარიშსწორება...

პოლიტიკურად გამოყენებულ იქნა, ევროპის პარლამენტი, სადაც არა ერთ აბსურდულ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი რიგმა დეპუტატებმა, რა გადაწყვეტილებებსაც საქართველოში იყენებენ რადიკალები დესტაბილიზაციისათვის...

ფინანსური ანგარიშსწორებისათვის კი "კრედიტ სუისი", რომელსაც ვალდებულებები აქვს ბიძინა ივანიშვილთან. უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებითა და ვალდებულების შეუსრულებლობით დიდი დარტყმა მიიღო შვეიცარიულმა საბანკო სისტემამ და კონკრეტული ბანკის რეპუტაცია საშინლად გაუარესდა... თუმცა "ომის ლობისტებს" ნაკლებად ადარდებთ ცალკე ევროკავშირისა და ცალკე შვეიცარიული საბანკო სისტემის რეპუტაცია, მთავარია "პოლიტ-კონიუნქტურა",  სადაც უნდა დაბრუნდეს საქართველო!

ბიძინა ივანიშვილმა კი წერტილი დაუსვა მის მიმართ სპეკულაციას და საჯაროდ განაცხადა, რომ ვერანაირი პოლიტიკური, თუ ფინანსური მუქარით ვერ მიაღებინებენ ქვეყნისათვის დამაზიანებელ გადაწყვეტილებას. პოლიტიკით არ ინტერესდება და ფინანსურ დავას განიხილავს მის პირად საკითხად!

საბედნიეროდ, ჩვენი ქვეყნის მთავრობას და ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას მეტად, საქართველოს სახელმწიფოებრიობა ადარდებთ და შემდეგ რას იტყვიან გლობალური ომის ლობისტები დაწყებული კუბილიუსებით ევროპაში და დასრულებული დეგნანებით საქართველოში.

ეს კავშირია ევროპის პარლამენტსა და შვეიცარიულ საბანკო სისტემას შორის, საქართველოსთან მიმართებაში!P.S. "NOTHING PERSONAL, IT,S JAST BUSINES!" ან პირიქით...“- წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.