გოგა მანია 2025 წლის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1734548983
ბიძინა ივანიშვილი განვლილი 12 წლის შეფასებისას საუბრობდა ობიექტური მაჩვენებლებით, რაც კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით იყო გამყარებული, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ბათუმში, საარჩევნო შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის მიერ გახმოვანებული გზავნილები ძალიან მკაფიო იყო.
„საზოგადოებამ გუშინ ნათლად იხილა ბიძინა ივანიშვილის ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა. განვლილ 12 წელს როდესაც აფასებდა, საუბრობდა ობიექტური მაჩვენებლებით, რაც კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებით იყო გამყარებული. განვლილი 12 წლის მიღწევებს ამყარებს არა სუბიექტური, ინდივიდუალური შეფასებები, არამედ ყველაზე მაღალი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები, თუმცა ამ მიღწევებს შენარჩუნება სჭირდება. სწორედ ამაზე საუბრობდა ბიძინა ივანიშვილი, რომ მიღწეულის შესანარჩუნებლად დღეს გვჭირდება ერთიანობა ისე, როგორც არასდროს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია გეგმები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ აქვს. ეს გეგმები გულისხმობს საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მაღალშემოსავლიან ქვეყნად ქცევას. ამ ყველაფერს მივაღწევთ. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილის გზავნილები ძალიან მკაფიო იყო“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.