გოგა მანია 2025 წლის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
1734548983
ბიძინა ივანიშვილი არ არის მხოლოდ პოლიტიკური ლიდერი, ის პირველ რიგში არის საზოგადო მოღვაწე და ამ ქვეყნის ჭეშმარიტი პატრიოტი და დღეს ის არის მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების გარანტი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა.
უმრავლესობის დეპუტატი ტელეკომპანია „იმედთან“ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გამოეხმაურა.
„შესაბამისად, ვინც გუშინ ინტერვიუ ვინც ნახა, ამ ყველაფერში კიდევ ერთხელ დარწმუნდებოდა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხარდაჭერა საბოლოო ჯამში აისახება 26 ოქტომბრის არჩევნებში და ჩვენი ქვეყნისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობის არის რომ „ქართულმა ოცნებამ“ აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც ჩვენს ქვეყანაში შეუქცევადს გახდის პროგრესს, კეთილდღეობასა და მშვიდობას“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.