ბიძინა გიორგობიანი: ახლა საჭიროა, რომ მორიგ გამოხტომას თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, ქართულმა სახელმწიფომ სამართლებრივი ნაბიჯით უპასუხოს და პოლიტიკურ დისკუსიაში არ შევიდეს

ბიძინა გიორგობიანი

ახლაც საჭიროა, რომ მორიგ გამოხტომას თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, ქართულმა სახელმწიფომ უპასუხოს სამართლებრივი ნაბიჯით და არ შევიდეს მათთან პოლიტიკურ დისკუსიაში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა.

როგორც მან აღნიშნა, თავისუფალ მედიაზე თავდასხმა BBC-ის მიერ გავრცელებული სიცრუის ხაზია.

„საქართველოს წინააღმდეგ გამოხტომა, რომელიც გუშინ გააკეთა ბრიტანეთის მხარემ, ეს არ არის „იმედის“ წინააღმდეგ მიმართული პირველი ნაბიჯი, რამენაირად ამას გადავიტანთ, რადგან ამ ტელევიზიას უარესებიც გადაუტანია. ჩვენი პარტიის სახელით მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ტელეკომპანიას და თანადგომა აღვუთქვა ყველა დონეზე.

რაც შეეხება საქართველოში მეხუთე კოლონის სიხარულს, რომ საქართველოს ტელევიზიები დაასანქცირეს, ეს მოდის იმ დროიდან, როდესაც BBC-იმ გადაიღო სიყალბეზე დაფუძნებული ფილმი. ეს ერთ ხაზშია. საქართველოს მხარემ სწორად გადაწყვიტა იმ დროს, რომ BBC-ის მიერ გავრცელებული სიცრუის პოლიტიკურ განხილვაში არ შესულიყო და დაიწყო სამართლებრივი დავა და ეტყობა, ეს მტკივნეულად აღიქვა ბრიტანულმა მხარემ. ახლაც საჭიროა, რომ მორიგ გამოხტომას თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, ქართულმა სახელმწიფომ უპასუხოს სამართლებრივი ნაბიჯით და არ შევიდეს მათთან პოლიტიკურ დისკუსიაში~, - აღნიშნა ბიძინა გიორგობიანმა.