UFC-ის სკანდალური საქმის ახალი დეტალები - დაკავებულია კიდევ ორი პირი
1782335648
„თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ
გაკეთებულ იმ განცხადებას, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებენ.
მისი განმარტებით, დღეს, როდესაც საქართველო დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს, მასზე ძალიან დიდი ზეწოლა ხორციელდება. „ბოლო წლების განმავლობაში, უპრეცენდენტო ზეწოლა ხორციელდება ჩვენს
ქვეყანაზე. შეიძლება ვისაუბროთ კანონებზე, რომელიც, რა თქმა უნდა, ამ პროცესის ნაწილია, მაგრამ ყველაზე მთავარი მიზეზი, რომელიც კიდევ ერთხელ მინდა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ კარგად გაიგოს, არის ის, თუ როგორ გაბედა საქართველომ მათ გარეშე რაიმე გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის
ინტერესებიდან გამომდინარე. არჩეული ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა, დაიცვას მშვიდობა, ოჯახები, შვილები და არავის მისცეს უფლება, უდანაშაულო, ახალგაზრდა საჯიშე ბიჭები გამოიყენონ სხვა რომელიმე დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება კანონებს, რომლებზეც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის განცხადებაშია საუბარი, თბილისის მერი განმარტავს, რომ პასუხი არ არსებობს კითხვაზე, თუ რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული კონკრეტული კანონები ევროპულ დემოკრატიას.
„მოდი, მივყვეთ ინდივიდუალურად - გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი რატომ გახდა პრობლემა, რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ დემოკრატიას? ოჯახური ღირებულებების დაცვა რატომ არის პრობლემა და რატომ ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას? არანაირი პასუხი არ არსებობს ამაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ,მთავარი პრობლემა რაც არის, არის ის, რომ საქართველომ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილებები და იცავს საკუთარ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას. ეს არის სამწუხარო რეალობა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.