მანიფესტანტებს საპროტესტო აქციების გამართვა ახალი წესებით მოუწევთ - რა ცვლილებები შედის კანონში
1738863728
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით მიიღეს კანონპროექტი „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი.
როგორც მომხსენებელმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განმარტა, ცვლილებები ტექნიკური ხასიათის არის და იგი კანონქვემდებარე აქტებში მოცემული ვადების გადახედვას უკავშირდება.
კანონპროექტის თანახმად, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ცალკეულ ნორმათა მოქმედება 2027 წლის 1 იანვრამდე შეჩერდება.