1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი” - უსტილოდ, მაგრამ ზუსტად გამოიხატა დღეს საქართველოს პრემიერის ჯერ დაპატიჟებასა და შემდეგ მოწვევის გაუქმებაშივ- ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ოდიშარია აღნიშნავს, რა ანტიდემოკრატიულ რიტორიკაზეა საუბარი, როცა წინა წელს კატარს ტერორისტულ სახელმწიფოს ეძახდნენ და წელს მიწვევა მათთვის არ გაუუქმებიათ.
მისივე თქმით, ირაკლი კობახიძე აშშ-ში „პერსონალური ვიზიტით არ იმყოფება, ის საქართველოს წარმოადგენს, ამიტომ “არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი” ჩვენ მოგვემართება, როგორც ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს მშვიდობის პოლიტიკას და ლეგიტიმაციას აძლევს ხელისუფლებას“.
„განგსტერული წიაღიდან წამოსული პოსტულატი, რომელიც უკვე კაი ხანია ამერიკული ბიზნესურთიერთობების კრედოა - “არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი” - უსტილოდ, მაგრამ ზუსტად გამოიხატა დღეს საქართველოს პრემიერის ჯერ დაპატიჟებასა და შემდეგ მოწვევის გაუქმებაში. ამერიკის არსებული მმართველი ელიტა (რასაკვირველია აქ ვერ იგულისხმება “სლიფი ჯო”), ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ ჩვენთან საომარი ბიზნესი ვერ წამოიწყეს, რომ მათთვის ათწლეულებით ნაჩვევი დაჩმორებული ქვეყნის ნაცვლად, სუვერენული ქვეყნის, ურთიერთპატივისცემაზე და ორმხრივ თანამშრომლობაზე ორიენტირებული ხელისუფლება შერჩათ ხელთ. შესაბამისად, იქცევიან ჰორმონებს აყოლილი ბულერი უფროსკლასელივით, რომლის ბოლოც ყოველთვის სინანულში ჩავარდნაა. თუმცა მგონი უფრო ეს გაბუტული შეყვარებულის ქცევას ჰგავს, რომელიც რაციონალიზმს კარგავს და ემოციების მიხედვით, პანიკურად მოქმედებს ახალ მოცემულობასთან - რომ საქართველო ვასალი ქვეყანა აღარაა - ვერ შეგუების გამო.
აბა რა ანტიდემოკრატიულ რიტორიკაზეა საუბარი, როცა წინა წელს ყატარს ტერორისტულ სახელმწიფოს ეძახდნენ და წელს მიწვევა მათთვის არ გაუუქმებიათ. ირაკლი კობახიძე იქ პერსონალური ვიზიტით არ იმყოფება, ის საქართველოს წარმოადგენს, ამიტომ “არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი” ჩვენ მოგვემართება, როგორც ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს მშვიდობის პოლიტიკას და ლეგიტიმაციას აძლევს ხელისუფლებას. მოკლედ, ეს იქით იყოს და ვულოცავ ირაკლი კობახიძეს დაბადების დღეს, დარწმუნებული ვარ ვენტრილოკვისტის თოჯინად გადაქცეულ პრეზიდენტთან მიღებაზე ბევრად საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარებს დღეს.“-წერს ბაჩო ოდიშარია.