Azimuth-მა სარეგისტრაციო ფორმიდან ქვეყნის გრაფა ამოიღო

 „აზიმუტი“

რუსულმა ავიაკომპანიამ Azimuth, რომელიც იწყებს პირდაპირი ფრენების განხორციელებას მოსკოვსა და თბილისს შორის, სკანდალის ფონზე, სარეგისტრაციო ფორმიდან ქვეყნის გრაფა ამოიღო.

მედიის ცნობით, რეგისტრაციისას ან ბილეთის ყიდვისას, შესაძლებელია დოკუმენტის ან პირადი ნომრის ჩაწერა, საბუთის გამცემი ქვეყნის მითითების გარეშე.

ცნობისთვის, რუსული საავიაციო კომპანია, Azimuth Airlines, რომელსაც საქართველოში ფრენის უფლება მიეცა, საკუთარ ვებგვერდზე დროებით ოკუპირებულ აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჰქონდა მონიშნული. აღნიშნულს სოციალურ ქსელში მოქალაქეების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც, ავიაკომპანიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, დამოუკიდებელი ქვეყნების სიიდან ამოიღო.

სხვა სიახლეები