ტრაგედია გენო პეტრიაშვილის ოჯახში
1753127552
2025 წლის 22 ივლისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა, - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში ჯეიჰუნ ბარიამოვი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან.
ჯეიჰუნ ბაირამოვი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს, ასევე, პატივს მიაგებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის მონუმენტს.
ამასთან, 2025 წლის 21 ივლისს, თბილისში საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, მინისტრების მოადგილეების დონეზე, პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი მიმდინარეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.