21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1763670521
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული სამშვიდობო შეთანხმების გეგმა, რომელმაც რუსეთსა და უკრაინას შორის ომი უნდა დაასრულოს, კიევისთვის უსაფრთხოების ისეთი გარანტიების მიცემას გულისხმობს, როგორითაც ნატოს წევრი ქვეყნები სარგებლობენ. ინფორმაციას Axios-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტრამპის სამშვიდობო გეგმა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლის ანალოგს მოიცავს, რომლის თანახმადაც ნატოს წევრ ერთ ქვეყანაზე თავდასხმა მთელ ალიანსზე თავდასხმად აღიქმება.
უკრაინასაც იგივე გარანტიები ექნება. Axios-ის ცნობით, 20 ნოემბერს კიევში გამართული შეხვედრის დროს აშშ-ის არმიის მდივანმა დენ დრისკოლმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის აღნიშნული 28-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა, სადაც საუბარია იმაზე, რომ უკრაინა უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს მიიღებს. ვაშინგტონი კიევს კიდევ ერთ დამატებით დოკუმენტს გადასცემს.
დამატებით დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ მომავალში ნებისმიერი არსებითი, მიზანმიმართული და განგრძობითი სამხედრო თავდასხმა უკრაინაზე რუსეთის მხრიდან განხილული იქნება, როგორც თავდასხმა და მუქარა ალიანსზე, ხოლო აშშ და მოკავშირეები პასუხად სამხედრო ძალას გამოიყენებენ.
იგეგმება, რომ დოკუმენტს ხელს უკრაინა, აშშ, ევროკავშირი, ნატო და რუსეთი მოაწერენ. აღნიშნული გარანტიები 10 წლის განმავლობაში იმოქმედებს. მათი მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელი იქნება.