პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1775244778
"დუგინის შვილი არ იბრძოდა იარაღით და ის შემთხვევით ააფეთქეს მამის მანქანაში. გამოაცხადო მტრის ჯარისკაცად და ატეხო სიხარულის კიჟინა მისი სიკვდილის გამო, რბილად რომ ვთქვათ, არაა სწორი. ვერ შეიგნო ბევრმა, რომ შვილი მამაზე არ აგებს პასუხს",- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
"თავად ეს გოგო, როგორი ბოროტი და კაცთმოძულე იდეების მატარებელიც უნდა ყოფილიყო, იმსახურებდა სიძულვილს, სანქციას( ბრიტანეთის მიერ სანქცირებულიც ყოფილა), დასჯას სასამართლოს მიერ კონკრეტული ქმედებისათვის და არა ბომბს. ისიც ვერ შეიგნო ბევრმა, რომ იდეებისთვის არ კლავენ. დუგინი და მისი შვილი კი არ მადარდებს, ჩვენი თავი მადარდებს, როცა ბოღმასა და სიძულვილს ვაგროვებთ",- წერს გოცირიძე.
მოსკოვში ულტრა-ნაციონალისტი იდეოლოგიის მქონე ფილოსოფოს ალექსანდრ დუგინის მანქანა ააფეთქეს, გარდაცვლილია მისი შვილი დარია დუგინა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1775244778
გორში ავტომობილი 10 წლის ბავშვს დაეჯახა
1775240373
4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
1775243858