საბერძნეთში, 150 კოვიდით გარდაცვლილის ექსჰუმაციას გეგმავენ - როგორც აღმოჩნდა, გვამები არ იხრწნება
1771447786
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვაშინგტონის კოლუმბიის ოლქის მერს შეხვდა.
როგორც საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიურიელ ბაუზერმა თამარ ტალიაშვილს ახალი მისია მიულოცა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების განმტკიცების საქმეში წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ელჩებისა და დიპლომატიური მისიების როლსა და მნიშვნელობას ვაშინგტონის საზოგადოებრივ, ასევე ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. შეხვედრას შეერთებული შტატების ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.