1733083542
აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არასდროს ყოფილა, მუდმივად გვამადლიან, რომ რამდენიმე მილიარდი აქვთ დახარჯული, რომლის ნაწილი სესხის სახით არის მოცემული, ნაწილით კი კოლექტიური ლომჯარია-გიგაურები ჰყავთ დაფინანსებული - დავით ჩიხელიძე
აშშ-ის განცხადებამ სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ, აშშ-ს იმპერიალისტური ზრახვების ლუსტრაცია მოახდინა. სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არასდროს ყოფილა, სავაჭრო ურთიერთობა გვქონდა? უვიზო მიმოსვლა თუ პირდაპირი ფრენები? ან იქნებ ოდესმე სახელმწიფო ვალი ჩამოგვაწერა? არცერთი არ გაუკეთებია, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, რევოლუციის ხელშეწყობა თუ სტრატეგიული პარტნიორობაა, მაშინ, საზოგადოებამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მადლობა უნდა გადაუხადოს სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გამო. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ განცხადებით შტატებმა ნამდვილი სახე გამოაჩინა, ვინაიდან მათ არა დამოუკიდებელი პარტნიორი, არამედ ვასალი სჭირდება.
"აშშ-ის განცხადებამ სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ, აშშ-ს იმპერიალისტური ზრახვების ლუსტრაცია მოახდინა. სიმართლეს თვალი გავუსწოროთ, აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არასდროს ყოფილა, სავაჭრო ურთიერთობა გვქონდა? უვიზო მიმოსვლა თუ პირდაპირი ფრენები? ან იქნებ ოდესმე სახელმწიფო ვალი ჩამოგვაწერა? არცერთი არ გაუკეთებია. ბოლო წლებში მუდმივად გვამადლიან, რომ საქართველოში რამდენიმე მილიარდი აქვთ დახარჯული, რომლის ნაწილი სესხის სახით არის მოცემული, ნაწილით კი კოლექტიური ლომჯარია-გიგაურები ჰყავთ დაფინანსებული. რევოლუციის ხელშეწყობა თუ სტრატეგიული პარტნიორობაა, მაშინ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, თქვენი საცეცებისგან თავისუფლები მშვიდად დავიძინებთ... ან იქნებ ის არის სტრატეგიული პარტნიორობა, როცა აშშ-ს საელჩოს წარმომადგენელი დამოუკიდებელი სახელმწიფოს მოსამართლეს იბარებს და ახსნა განმარტებას სთხოვს.... აშშ-მ სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი ჯერ მაკულატურად აქცია, შემდეგ კი დროებით შეაჩერა, რაც არა საქართველოს, არამედ მათი ახირებით მოხდა, აშშ-მ სტრატეგიული პარტნიორობის გაუქმებით ნამდვილი სახე გამოაჩინა, მათ არა დამოუკიდებელი პარტნიორი, არამედ ვასალი სჭირდება," - წერს დავით ჩიხელიძე.