აშშ-ს საგარეო პოლიტიკის შეცვლის მცდელობაში დახარჯული მილიონი დოლარი - დაახლოებით იგივე ოდენობა პიარული კამპანიით ყოფილი სამშობლოს დაშანტაჟებისთვის - ლევან ქარუმიძე სააკაშვილზე

ლევანი

აშშ-ს საგარეო პოლიტიკის შეცვლის მცდელობაში დახარჯული 1 მილიონი დოლარი. დაახლოებით იგივე ოდენობა პიარული კამპანიით ყოფილი სამშობლოს დაშანტაჟებისთვის, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრი ლევან ქარუმიძე „ტვიტერში“ წერს, რითაც მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ ლობისტური კომპანიისთვის გადახდილი თანხის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„არც-ერთი წვეთი სინანული. ადამიანი არ იცვლება“, - აცხადებს ქარუმიძე.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სააკაშვილის ოჯახმა ლობისტურ კომპანიას 917,177.44 აშშ დოლარი გადაუხადა.

„აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Akerman LLP-ის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, საიდანაც ირკვევა, რომ ლობისტურმა ჯგუფმა სამედიცინო ექსპერტებს დასკვნების სანაცვლოდ სოლიდური თანხა ($284,784 აშშ დოლარი) გადაუხადა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, ამერიკული იურიდიული კომპანია Akerman LLP საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ლობირებს. 3 თებერვლით გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ადვოკატი მასიმო დიანჯელო უკვე 2022 წლის ივლისიდან მუშაობს სააკაშვილის ლობისტად, რაშიც, ჯამში, მისმა კომპანიამ $917,177.44 აშშ დოლარი მიიღო. ლობისტებთან გაფორმებულ სოლიდურ კონტრაქტს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აწერს ხელს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.