აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციები ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებების შედეგად ერთობლივ განცხადებას სამშაბათს გამოაქვეყნებენ

ნო

აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციები ერ-რიადში გამართული მოლაპარაკებების შედეგად ერთობლივ განცხადებას სამშაბათს გამოაქვეყნებენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

კონსულტაციები 12 საათზე მეტხანს გაგრძელდა. რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგორი კარასინი და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დირექტორის მრჩეველი, სერგეი ბესედა.

ამერიკის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში ევროპის საკითხებში უფროსი დირექტორი, ენდრიუ პიკი, სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკური დაგეგმვის დირექტორი, მაიკლ ენტონი.