,,კონფლიქტების გამწვავების რისკი იზრდება..." - 2025 წლის 7 ოქტომბერს ვერძის ნიშანში სუპერმთვარეა

ასტროლოგიური პროგნოზი

 2025 წლის 7 ოქტომბერს მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენაა. ვერძის ნიშანში სავსე მთვარე გველოდება, რომელსაც ვიზუალურად ბევრად დიდი და კაშკაშა ელფერი ექნება. ამის გამო მას სუპერმთვარეს უწოდებენ.

სინამდვილეში, განსხვავება არც ისე დიდია: სუპერმთვარეობის დროს დიამეტრი დაახლოებით 14%-ით იზრდება, ხოლო სიკაშკაშე - 30%-მდე. თუმცა, ტიპურ სავსე მთვარეებთან შედარებით, ეფექტი ნამდვილად შესამჩნევია: ღამის ცა ჩვეულებრივზე უფრო ინტენსიურად ანათებს.

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს შემოდგომის აპათიასთან საბრძოლველად საკმარისი ენერგია გექნებათ. ასევე, შესანიშნავი პერიოდია სწავლასა და სამსახურთან დაკავშირებული საქმეების შესასრულებლად. კარგი დროა იმისათვის, რომ მეგობრებს შეხვდეთ, საკუთარი ემოციები გააზიაროთ და დადებითი განწყობა შეიქმნათ. 

მიუხედავად იმისა, რომ მომატებული ენერგია დაგეხმარებათ, გადაუჭრელი ამოცანები და დარჩენილი საქმეები საბოლოოდ შეასრულოთ, დიდი რისკია, რომ ეს ენერგია ბევრისთვის გადაჭარბებული გახდეს. მეტიც, ბევრი ადამიანი ენერგიასთან ერთად, ემოციების მოზღვავებას იგრძნობს, რამაც შესაძლოა, კონფლიქტების რისკი შექმნას.

სავსე მთვარე აღიქმება, როგორც ენერგეტიკული ციკლის პიკი, მომენტი, როდესაც დაგროვილი გრძნობები და ემოციები სრულად გამოვლინდება. ბევრისთვის ეს შესაძლოა, სასარგებლო იყოს, ზოგიერთი ადამიანისათვის კი აგრესიის გამოვლენის, იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებისა და ემოციური არასტაბილურობის ეტაპი აღმოჩნდეს.

 რა შეიძლება გავაკეთოთ 2025 წლის 7 ოქტომბრის სავსემთვარეობის დროს?
7 ოქტომბრის სავსე მთვარე ვერძის ნიშანშია. ვერძი ცეცხლის ნიშანია და ის სიმბოლურად მოქმედებას, იმპულსს, მონდომებას, აქტიურობასა და თავისუფლებას განასახიერებს.

აღნიშნული სავსე მთვარის ენერგია ცვლილებებს ხელს უწყობს, ადამიანებს გამბედაობისკენ მოუწოდებს და უბიძგებს, რომ ძველი საზღვრები დაარღვიონ და სიახლეებზე იფიქრონ.

ამავდროულად, კონფლიქტების გამწვავების რისკი იზრდება. მომატებული ემოციის ფონზე, შესაძლოა, სიტყვებისა და ქმედებების გაკონტროლება გაგვიჭირდეს, არასწორად აღვიქვათ სხვების ფრაზები, მანიპულაციის მსხვერპლი გავხდეთ და ასე შემდეგ.

განსაკუთრებით მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს. თუ მოულოდნელად სამსახურს დატოვებთ ან ურთიერთობაზე იტყვით უარს, შესაძლოა შემდგომ ეტაპებზე ეს გადაწყვეტილება თქვენთვის საზიანო აღმოჩნდეს. ამიტომაც, ყურადღებით იყავით.

7 ოქტომბრის სუპერმთვარე განსაკუთრებით ემოციური ვერძის, სასწორის, კირჩხიბისა და თხის რქის ნიშნის წარმომადგენლებისათვის იქნება. მათთვის ეს შესაძლოა, გარდამტეხი მომენტი იყოს, როდესაც შინაგან დაძაბულობა გამოვლინდება და ამაზე მუშაობა მოგიწევთ. საკუთარ გრძნობებს ყურადღება უნდა მიაქციოთ...ვრცლად