აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ებრაელ კოლეგასთან ირანზე თავდასხმის დეტალები განიხილა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ებრაელ კოლეგასთან ირანზე თავდასხმის დეტალები განიხილა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ისრაელის თავდაცვის მინისტრთან იოავ გალანტთან სატელეფონო საუბარი გამართა, რომლის დროსაც ირანზე საჰაერო თავდასხმის დეტალები განიხილა. ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.

„თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა დღეს საუბარი გამართა ისრაელის თავდაცვის მინისტრთან იოავ გალანტთან და განახლებული ინფორმაცია მიიღო ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ირანის სამხედრო ობიექტებზე მიტანილი იერიშების შესახებ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ოსტინმა დაადასტურა, რომ აშშ მყარად უჭერს მხარს ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების სამხედროები რეგიონში წარმოდგენილნი არიან ისრაელისა და პარტნიორების ირანიდან და მის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული ორგანიზაციებიდან მომდინარე საფრთხეებისგან დასაცავადა.