მოსალოდნელია ქარბუქი, თოვლი, ნისლი - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1765441480
ყველას აქვს უფლება გააკრიტიკოს ნებისმიერი მთავრობა, მით უმეტეს, თუ პარტნიორ ქვეყანაზეა საუბარი, ევროკავშირი და შეერთებული შტატები პარტნიორები არიან, ევროპაში ბევრი ქვეყანა ნატო-ს წევრია, ბუნებრივია, შეიძლება, პრეტენზიები წაუყენო კიდეც, მოითხოვო რაღაც ცვლილება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბუნებრივია, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის კრიტიკა, რომ სიტყვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს, რაშიც ევროპაში პრობლემებია.
„აქ რაიმე არასწორი და არაბუნებრივი არ არის. საბოლოო ჯამში შეერთებული შტატების სტრატეგიულ დოკუმენტში არსებული ჩანაწერი კრიტიკა არ არის, ეს სიმართლეა. სწორ პოზიციაზე თუ ხარ და სწორ ღირებულებებს იცავ, ამაში არანაირი პრობლემა არ არის. არასწორ ღირებულებებს თუ იცავ და თავს ახვევ იმას, რაც სწორი არ არის, მაშინ ეს პრობლემაა. ამ შემთხვევაში, აშშ-ის მთავრობა, როგორც წესი, ისეთ რაღაცეებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც, ზოგადად, სწორია, მაგალითად, სიტყვის თავისუფლება, ადამიანების უფლებების დაცვა და სხვა. მაგალითად, ემიგრაციული პრობლემები, რომელსაც თვითონ ევროპელებიც აღიარებენ, რომ პრობლემები აქვთ. ამიტომ, ამაში უცნაური არაფერია, მეგობარს პირდაპირ უნდა ელაპარაკო. ის, რომ ევროპულ ბიუროკრატიას ტრამპის ადმინისტრაციისადმი კრიტიკული დამოკიდებულება აქვს, ეს, ზოგადად, ცნობილი ამბავია. ტრამპის არჩევნებამდეც კი ძალიან ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი მის წინააღმდეგ იყო, ამიტომ ტრამპის ადმინისტრაციის მისამართით ევროპაში ნეგატიური დამოკიდებულება მოსალოდნელია და ალბათ მომავალშიც იქნება“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.