აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ახორციელებს რეფორმას და მთლიანად აქცენტი კეთება საელჩოებზე და მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, თუ აქამდე წყარო იყო USAID, ახლა საუბარია, რომ ეს უნდა იყოს საელჩო - მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ახორციელებს რეფორმას, რომლის მიხედვითაც საელჩო და სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლები შეაფასებენ ამა თუ იმ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და განსაზღვრავენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას.

როგორც ბოჭორიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, ამას აქამდე USAID-ი და მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციები ახორციელებდნენ, ახლა საუბარია იმაზე თუ ვინ უნდა იყოს ინფორმაციის წყარო.

"აქ არის მნიშვნელოვანი რაზე საუბრობდნენ დღეს და რაზე საუბრობს ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაშინ, როდესაც მან დასვა რეფორმის მნიშვნელობის და საჭიროების საკითხი. როდესაც რეალურად მან შეაფასა როგორ ჩავარდა საგარეო პოლიტიკური მიმართულება, როდესაც საუბარი ეხებოდა ამერიკის USAID-ის ოფისს, აშშ-ის საგარეო მოქმედებებს, მაშინ როდესაც ეს ყველაფერი ეფუძნებოდა USAID-ის საქმიანობას და მათ მიერ იყო წარმართული, ამაზეა საუბარი.

დღეს, ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო მდივანი ახორციელებს რეფორმას და მთლიანად აქცენტი კეთება საელჩოებზე და მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე. საუბარი შეეხება იმას, თუ რა უნდა იყოს ინფორმაციის წყარო. თუ აქამდე იყო USAID-ი და მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციები, ახლა საუბარია, რომ ეს უნდა იყოს საელჩო, სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც აფასებენ ამა თუ იმ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და განსაზღვრავენ საგარეო პოლიტიკას", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.