აფხაზეთის ომს შეწირული თანამედროვე ღიმილის ბიჭები
1786694520
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2026 წლის ფისკალური გამჭვირვალობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველო აკმაყოფილებს ფისკალური გამჭვირვალობის მინიმალურ მოთხოვნებს.
შეფასებული 139 ქვეყნიდან და პალესტინის ავტონომიის ტერიტორიიდან, საერთო ჯამში, მინიმალურ კრიტერიუმს აკმაყოფილებს 73 ქვეყანა, მათ შორის მოლდოვა, აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი. ხოლო უკრაინა ფიგურირებს იმ 67 ქვეყანას შორის, რომლებიც ამ მინიმალურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ და პროგრესი არ შეინიშნება.
„დეპარტამენტმა შეაფასა საბიუჯეტო დოკუმენტების საჯარო ხელმისაწვდომობა, სრულყოფილება და სანდოობა, ასევე სახელმწიფო კონტრაქტებისა და ლიცენზიების გაცემის პროცესებისა და სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტების გამჭვირვალობა.
ფისკალური გამჭვირვალობა ეფექტიანი საჯარო ფინანსების მართვის კრიტიკული ელემენტია. ის ხელს უწყობს ბაზრის ნდობის გაძლიერებას, საფუძველს უყრის გლობალურ ეკონომიკურ სტაბილურობას და მთავრობის უფრო დიდ ანგარიშვალდებულებას, რადგან ქმნის შესაძლებლობას, საზოგადოებამ დაინახოს მთავრობის ბიუჯეტი და ხარჯები.
ფისკალური გამჭვირვალობის ანგარიში ხელს უწყობს უცხოეთში აშშ-ის კომპანიებისთვის კონკრეტული ბიზნესგარემოს შექმნას საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების გზით, რათა შემცირდეს კორუფციისა და საერთაშორისო ბაზრებზე არაკეთილსინდისიერი პრაქტიკის რისკი“, – ნათქვამია განცხადებაში.