აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა, თეთრ სახლთან, შეიარაღებულ მამაკაცს ესროლა - BBC

აშშ პოლიცია

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლებმა თეთრ სახლთან ერთ პირს ესროლეს, - წერს BBC საიდუმლო სამსახურზე დაყრდნობით.

უწყებაში აცხადებენ, რომ ადგილობრივი პოლიციისგან მიიღეს ინფორმაცია "თვითმკვლელობისკენ მიდრეკილი პირის შესახებ, რომელიც შესაძლოა ინდიანადან ვაშინგტონში მიემგზავრებოდა".

როგორც BBC წერს, ოფიცრები მიუახლოვდნენ აღწერილობის შესაბამისი ვიზუალის მამაკაცს, რომელსაც თან ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩნდა.

საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლი გახსნეს. კაცი ამჟამად საავადმყოფოშია, თუმცა, როგორც BBC წერს, უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.