სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1758915992
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ ვახშამს დაესწრო. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს.
"ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გამართულ ვახშამს დავესწარი. ღონისძიება გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართა," - წერს საქართველოს პრეზიდენტი.