სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1758915992
გეგმური ამბულატორიული მომსახურება უფინანსდებათ:
• ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებ ოჯახებს
(შესაბამისი მუნიციპალური ორგანოს მიერ მიწოდებული სიის შესაბამისად)
• ასევე, 2008 წლის საქართველო - რუსეთის ომის შედეგად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობენ სახელმწიფოს ან სხვა იურიდიული პირების მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან აშენებულ საცხოვრებელ ადგილებში
🔵 100%-ით ფინანსდება:
🔹 ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული პროფილაქტიკური აცრები
🔹 ოჯახის/სოფლის ექიმის მიერ დანიშნული, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ქრონიკული მედიკამენტები
🔹 ექიმ - სპეციალისტების მომსახურება:
▪️ ენდოკრინოლოგი
▪️ გინეკოლოგი
▪️ უროლოგი
▪️ ოფთალმოლოგი
▪️ ნევროლოგი
▪️კარდიოლოგი
▪️ოტორინოლარინგოლოგი
▪️ქირურგი
🔹 ინსტრუმენტული გამოკვლევები:
▪️ ელექტროკარდიოგრაფია
▪️ საჭმლის მომნელებელი სისტემის ექოსკოპია
▪️ შარდ-სასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია
▪️ გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია
▪️ ძვლების რენტგენოგრაფია
🔹 კლინიკურ - ლაბორატორიული გამოკვლევები:
▪️ სისხლის საერთო ანალიზი
▪️ შარდის საერთო ანალიზი
▪️ გლუკოზა პერიფერიულ სისხლში
▪️ კრეატინინი
▪️ ქოლესტერინი სისხლში
▪️ შრატში ლიპიდების განსაზღვრა
▪️ განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე
▪️ პროთრომბინის დრო
▪️ ჰემოგლობინი
▪️ ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST)
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი (TSH)
🔵 გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად:
🔹 საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ჩართული პირი რეგისტრირებული უნდა იყოს მის მიერ შერჩეულ ნებისმიერ პირველადი ჯანდაცვის ცენტრში/პოლიკლინიკაში
🔹 მიმართეთ ოჯახის/სოფლის ექიმს. სამედიცინო სერვისის მისაღებად, მისი დანიშნულება აუცილებელია
🔵 ვმართოთ ჯანმრთელობა ერთად!