„არაა გამორიცხული, ძალიან ბევრი ადამიანი განიკურნოს...“ - ასტროლოგი 3 მარტის მთვარის დაბნელებაზე
1772473404
არცერთი მაგალითი არ არის მოყვანილი დღემდე, თუ რას წარმოადგენს მათი გაგებით რუსეთის მხარდაჭერა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ. ამ კომენტარით ვოლსკი გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოში თავისუფალ მედიაზე თავდასხმის ფაქტს.
„ეს არის ის ტრენდი, რომელიც შეიქმნა საქართველოში რევოლუციის ორგანიზებისათვის და რომელსაც კარნახობს დღენიადაგ ჩვენთან არსებული მეხუთე კოლონა იმ დიფ სთეითს, რომელიც მათ ეხმარება ამ ექსტრემისტული პროცესების განვითარებაში“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქართული ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. შესაბამისი ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.