არის რამდენიმე ოლიგარქი, რომელიც აფინანსებს ტელევიზიებს, პოლიტიკას, ისინი ქმნიან გარკვეულ გავლენას, აქვთ საკუთარი მედია, ვგულისხმობ სააკაშვილს, კეზერაშვილს, ხაზარაძეს - კობახიძე

„ქართული ოცნებისი“ თავმჯდომარე

არის რამდენიმე ოლიგარქი, რომელიც აფინანსებს ტელევიზიებს, აფინანსებს პოლიტიკას, ისინი ქმნიან გარკვეულ გავლენას, აქვთ საკუთარი მედია, ვგულისხმობ სააკაშვილს, კეზერაშვილს, ხაზარაძეს. ისინი ფლობენ მედია საშუალებებს აქვთ გავლენა პოლიტიკაზე, ფულს ხარჯავენ, დებენ ფულს მათ შორის არჩევნებში და აქედან გამომდინარე, ყოველთვის აქვთ რაღაც რესურსი, რომ გარკვეული ელექტორალური მხარდაჭერა მოიპოვონ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ POSTV-ის „დიდ გადაცემაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ნაცმოძრაობამ და მისმა სატელიტებმა ბოლოს ერთად აიღეს დაახლოებით, 40% - მდე, ეს არის სამწუხარო მოცემულობა რაც არ აძლევს ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს, პოლიტიკაში შემოსვლის საშუალებას.

„საბოლოო ჯამში ორ პოლუსიანია ეს სისტემა, ყველაფერზე ვრცელდება ეს ყველაფერი, მათ შორის მედიაში არსებულ გარემოზე, შორის საარჩევნო გარემოზე, პოლიტიკაში ზოგადად არსებულ გარემოზე, ეს არის მოცემულობა. რატომ? იმიტომ რომ რესურსი არის ორ მხარეს, ერთი არის მმართველი პარია, რომელსაც აქვს რესურსი, მათ შორის ფინანსური, მეორე მხარეს არის „ნაცმოძრაობა“ თავისი სატელიტებით, რომელიც ფლობს ასევე ფინანსურ რესურსებს. ეს არის ხალხისგან მოპარული ნაძარცვი, ნაყაჩაღარი, სისხლიანი ფული, რომელიც წაიღეს თავის დროზე ქვეყნიდან, სააკაშვილი, კეზერაშვილი და ა.შ. და ეს არის მედია საშუალებები. ამ ორპოლუსიანობის პირობებში ჯანსაღ ძალებს აღარ ეძლევათ პოლიტიკაში შემოსვლის საშუალება, ახალი ოპოზიციური პარტიები, ძლიერი ოპოზიციური პარტიები სამწუხაროდ ვერ ჩნდება, იმიტომ რომ ჩვენ გვიწევს მუდმივად ბრძოლა მეორე დანაშაულებრივ პოლუსთან, ეს არის „ნაცმოძრაობა“ თავისი სატელიტებით. ეს არ არის მარტივი მოცემულობა, ერთადერთი რასაც ყოველთვის ვპირდებით საზოგადოებას და ვასრულებთ კიდეც, არის ის, რომ ყოველ ჯერზე მათ ვამარცხებთ არჩევნებში, არ ვაძლევთ ძალაუფლების და იმ უბედურების დაბრუნების საშუალებას რასაც აკეთებდნენ თავის დროზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ქვეყანას აზიანებენ მაინც, იმ მუდმივი საბოტაჟით, რომელიც ხორციელდება“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.