1763823086
არის პუნქტები, რომელიც პირველ რიგში უკრაინისთვის არის მიუღებელი, შესაბამისად, ჩვენთვისაც მიუღებელია - ირაკლი ფავლენიშვილი
უკრაინაში არსებულ ვითარებას აფასებენ საქართველოში. პარტია ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ ტრამპის მიერ წარმოდგენილ გეგმაში არის პუნქტები, რომელიც უკრაინისთვის არის მიუღებელი და შესაბამისად, მათთვისაც:
"არის პუნქტები, რომელიც პირველ რიგში უკრაინისთვის არის მიუღებელი, შესაბამისად, ჩვენთვისაც მიუღებელია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთი მიაღწევს თავის იმპერიულ ამბიციას და მიაღწევს უკრაინული არმიის დემილიტარიზაციას, თუ ვინმეს ჰგონია, რომ უკრაინას ათქმევინებს უარეს დასავლურ ინტეგრაციასა და სუვერენულ პოლიტიკაზე, ძალიან ცდება. ამ ომში რუსები აუცილებლად დამარცხდებიან და მარცხდებიან კიდევაც,"- აცხადებს ფავლენიშვილი.
დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის 5 დღიანი ვადა მისცა, მაგიდაზე 28 პუნქტიანი გეგმა დევს. ხანგრძლივი მშვიდობის შეთანხმება თუ უპირობო კაპიტულაციის გაფორმება? - რა გადაწყვეტილებას მიიღებს ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია ის, რომ შტატების გეგმა ვლადიმერ პუტინს მოსწონს, ტრამპი კი უკან დასახევ გზებს აღარ ტოვებს.










