პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჩვენი მიზანია, უკრაინაში ჩვენს მეგობრებს მივუსამძიმროთ იმ მძიმე ადამიანურ დანაკარგებზე, რომელიც სამწუხაროდ, ომს თან ახლავს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში დღეს მიემგზავრება.
„საპარლამენტო დელეგაციას უხელმძღვანელებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მასში ასევე იქნებიან ოპოზიციის წარმომადგენლები.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მიემგზავრება უკრაინაში, ჩვენს მეგობრებსა და უკრაინელ ხალხს ჩვენს მხარდაჭერას დავუფიქსირებთ. ამ რთულ ვითარებაში უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ. მერწმუნეთ, ვინმეს ნაკლებად აინტერესებს, ამ დელეგაციაში „ნაციონალური მოძრაობიდან“ ერთი ადამიანით მეტია, თუ ნაკლები. თემა ეხება საქართველოსა და ორი ქვეყნის ურთიერთობებს. ამიტომ, არ ვიცი, ოპოზიციას რა აინტერესებს და რა შეგრძნებები ჰქონდათ, ეს არის მეათე ხარისხოვანი. ქვეყანა საომარ ვითარებაშია, ეს არ იქნება ჩვეულებრივი საპარლამენტო ვიზიტი, რომ მთელი დღე შეხვედრებს დაეთმოს, მაგრამ ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგება და ჩვენს პოლიტიკურ მხარდაჭერას დავაფიქსირებთ“, - განაცხდა თალაკვაძემ.