არჩილ გორდულაძე: როგორც ვხედავთ, გიორგი ბაჩიაშვილი მიმართავს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არსებულ კორუფციულ მედია საშუალებებს, არამედ გასცდა საზღვრებს და ახლა უკვე, საერთაშორისო მედიასაც აფინანსებს და დაფინანსებული, შეკვეთილი სიუჟეტებით იქნება, თუ სტატიებით ცდილობს, ისევ და ისევ გაექცეს პასუხისმგებლობას

არჩილ გორდულაძე

როგორც ვხედავთ ეს ადამიანი მიმართავს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არსებულ კორუფციულ მედიასაშუალებებს, არამედ გასცდა საზღვრებს და ახლა უკვე საერთაშორისო მედიასაც აფინანსებს და დაფინანსებული კონკრეტული, შეკვეთილი სიუჟეტებით იქნება, თუ სტატიებით ცდილობს, ისევ და ისევ გაექცეს პასუხისმგებლობას, ეს არის ერთი ჩვეულებრივი დამნაშავის მცდელობა, - ასე ეხმიანება იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თემო წიქვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცხოური მედიის შესახებ.

გორდულაძის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილის და მისი ოჯახის მიერ, უცხოური მედიისთვის სტატიების დაკვეთას აქვს ერთადერთი მიზანი, რომ ის მართლმსაჯულებას გაექცეს და ყველაფერ დანარჩენს ის სპეკულაციას უწოდებს. “გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც ორი სასამართლოს, პირველი და მეორე ინსტანციის მიერ არის გამტყუნებული, განაჩენში პირდაპირ არის მითითებული, რომ მან მიითვისა სხვისი თანხები და შემდეგ შეეცადა უკანონოდ მოპოვებული ქონების ლეგალიზაციას, დანაშაულის გამოვლენისთანავე შეეცადა, რომ მიემართა კორუმპირებული მედიისთვის, მოძალადე აქციაში მონაწილე პირებისთვის, აფინანსებდა მათ, რითაც ცდილობდა თავი გადაერჩინა. გაქცეოდა პასუხისმგებლობას, როგორც კანონისმიერ ვალდებულებას, თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელისათვის თავის არიდებას, ამავდროულად დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურებას. როგორც ვხედავთ ეს ადამიანი მიმართავს არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არსებულ კორუფციულ მედია საშუალებებს, არამედ გასცდა საზღვრებს და ახლა უკვე საერთაშორისო მედიასაც აფინანსებს და დაფინანსებული კონკრეტული, შეკვეთილი სიუჟეტებით იქნება, თუ სტატიებით ცდილობს, ისევ და ისევ გაექცეს პასუხისმგებლობას, ეს არის ერთი ჩვეულებრივი დამნაშავის მცდელობა. დანარჩენი სხვა ყველაფერი არის სპეკულაცია, თითიდან გამოწოვილი და ვინც არ უნდა რამე თქვას ერთი რამეა ფაქტი, რომ საქართველოში მოქმედებს სასამართლო, მართლმსაჯულება და საქართველოს მართლმსაჯულების ორივე ინსტანციას ეს ადამიანი ჰყავს ცნობილი მსჯავრდადებულად. დანაშაული სახეზეა და იცის საზოგადოებამ. დაფინანსებული და ანგაჟირებული მედიის წარმომადგენლები თუ კორუმპირებულად, ამავდროულად შეკვეთილი სტატიით ვინმე რაიმე განსხვავებულის მტკიცებას შეეცდება ეს იქნება ერთი ჩვეულებრივი სიცრუე და ცრუპენტელობა”,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.