პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე განცხადებას ავრცელებს
1733124180
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე არჩილ გორდულაძე მიიჩნევს, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-ში ახალი პრეზიდენტის - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უფლება-მოსილების განხორციელებას შეუდგება, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა დასტაბილურდება. იგი ამგვარად გამოეხმაურა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას იმის თაობაზე, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.
„ტრამპის ადმინისტრაცია დაიკავებს თავის კუთვნილ ადგილს. როდესაც ისინი სრულად შეუდგებიან თავისი უფლება-მოსილების განხორციელებას და მას შემდეგ, რაც დამთავრდება უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები, ჩვენი ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან რა თქმა უნდა, დასტაბილურდება და დადგება იმ გზაზე, რომელზეც უნდა იდგეს ორ სუვერენულ, თანასწორ და მეგობარ ქვეყანას შორის”, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მოწოდა საქართველოს მთავრობას, „დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას, გამჭვირვალედ გამოიძიოს საპარლამენტო არჩევნებში გამოვლენილი ყველა დარღვევა და გააუქმოს ანტიდემოკრატიული კანონები“.