ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530
„გამოსავალი დაფიქრება არის. პირველ რიგში უნდა დავფიქრდეთ თუ რას ვაპროტესტებთ და რაშია პრობლემა. და თუ ოდნავ მაინც დავფიქრდებით, დავრწმუნდებით, რომ თურმე გვატყუებენ. თურმე ჩვენზე, ადამიანებზე ფსიქოლოგიურ იძულებას აქვს ადგილი და ამ რაღაც ტყუილების გარსში, ბაბლში, კაფსულაში გვაქცევენ“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, რითაც მან გადაცემის წამყვანის კითხვას უპასუხა თუ რაში ხედავს ის სიტუაციიდან გამოსავალს.
მისი თქმით, ისმის ბრალდებები, რომელზეც არგუმენტი და დამადასტურებელი ფაქტი არ არსებობს.
„როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ ჩვენ ევროპული გზიდან გადავუხვიეთ, ერთი ფაქტი მაინც თქვან. როდესაც ვამბობთ ჩვენ, რომ შანტაჟის საშუალება არ უნდა იყოს მოლაპარაკებების გახსნა, რაშია პრობლემა? ვამბობთ, ასევე, რომ გახსნან მოლაპარაკებები, დადონ შესაბამისი ხელშეკრულება და იმავე დღეს ვაწერთ ხელს. მაგრამ ასეთ ხელშეკრულებას ვერ ვხედავთ. ვამბობთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირი იქნება, რა უცხოური სახელი და გვარი ექნება, არავის არ აქვს უფლება, რომ ამაყი ქართველი ხალხის მიმართ თითი იქნიოს. არავის არ აქვს უფლება, რომ უთხრას, რომ ჩვენ უკეთესად ვიცით რა არის შენი ინტერესები და შენ არ იციო. არავის არ აქვს უფლება, რომ უთხრას, რომ ჩვენ რომ არ მოგვწონს ისეთი ხელისუფლება აირჩიეთ ამიტომ უნდა დაისაჯოთო. რასას განცხადება ხომ არ დაგვავიწყდა?! ადამიანები ჩამოდიან და პირდაპირ ჩართულები არიან მანიფესტაციებში“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ლაშა ბექაურის დედა მიმართვას ავრცელებს
1734944530