შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა... - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1768644316
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე მოლდოვის პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ის, როგორც რიგითი მოქალაქე, რუმინეთთან გაერთიანების მომხრეა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ იცვლება ყველანაირი მსოფლიო წესრიგი - ახალი პოლიტიკური განაწილება, ახალი რუკა და ინტერესები, ახალი მოცემულობაა მთლიანად მსოფლიოს მასშტაბით. ყველა ქვეყანას თავისი ინტერესები აქვს და შიდა საქმიანობა. სწორედ ამიტომ ვამბობთ, ჩვენს შიდა საქმეებში არავინ უნდა ჩაერიოს, მაგრამ ათასწლიანი სახელმწიფოებრიობის არსებობის მქონე ქვეყანას, საქართველოს, ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია, როგორ შეიძლება სუვერენული ქვეყნის პრეზიდენტი ან პრემიერი ამბობდეს, რომ სხვა ქვეყანაში გაერთიანება სჭირდება“, - აღნიშნა გორდულაძემ.
მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრუ მუნტიანუმ განაცხადა, რომ ის, როგორც რიგითი მოქალაქე, რუმინეთთან გაერთიანების მომხრეა, თუმცა, როგორც მთავრობის თავმჯდომარე, ვალდებულია მოქალაქეების უმრავლესობის ხმას მიჰყვეს და ევროინტეგრაციაზე იმუშაოს.