პროკურატურა კადრებს აქვეყნებს, რომელშიც გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულები ფიგურირებენ
1770722243
ამერიკის ყოფილი ელჩები ბაიდენის ადმინისტრაციის მითითებით და დავალებით ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ
საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობა დაძაბულიყო, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ამერიკის სახელმწიფო მდივნისა და ვიცე-პრეზიდენტის მიერ.
„მათ თქვეს, რომ საქართველოსთან მიმართებაში უმძიმესი მემკვიდრეობა დახვდათ. ჩვენი მიზანია, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები თვისობრივად შეიცვალოს. მივესალმებით, რომ ამერიკის მოქმედი ადმინისტრაცია საქართველოს თაობაზე მსჯელობს. რაც უფრო მალე იქნება გადაწყვეტილება მიღებული, მით უკეთესი იქნება ორი ქვეყნისთვის“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.