არჩილ გორდულაძე: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და აგენტურა საქართველოს ხელისუფლებაში ვერასოდეს მოვა

არჩილ გორდულაძე

მიხეილ სააკაშვილი კოლექტიური აგენტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია. ამ ადამიანებს საშუალება რომ მიეცეთ, ვინც მათ მავნებლურ პოლიტიკას არ იზიარებს, კეფაში 84 ტყვიას ესვრიან და გაზის კამერებს მოუწყობენ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს მათი ფაშისტური და ბოლშევიკური პოლიტიკის გამოხატულებაა.

„ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნიდან გაგვასახლებენ. ეს მათი ფაშისტური და ბოლშევიკური პოლიტიკის გამოხატულებაა. მათთვის განსხვავებული აზრი მიუღებელი და ძირშივე უნდა იყოს აღკვეთილი. სწორედ ამიტომ არის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და აგენტურა საქართველოს ხელისუფლებაში ვერასოდეს მოვა. ახლა ჯალათი პენიტენციურ დაწესებულებაში ზის და სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად სასჯელს იხდის“, – განაცხადა გორდულაძემ.