VIDEO: რა ხდება ამ წუთებში ავტობანზე, თბილისისკენ მომავალ გზაზე
1745241462
კითხვის ნიშანიც კი არ დგას, რომ „დიფ სთეითს“ვალდებულებაც კი აქვს თავისი აგენტურა გადაარჩინოს და რიგითი აგენტების გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ ეს ადამიანები, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
„ისეთ უმსგავსობაზეც კი არიან წამსვლელები, რომ ილაპარაკონ თურმე საგამოძიებო კომისიის წინაშე წარდგომა ეს არის პოლიტიკური დევნა, თურმე კანონის მოთხოვნა და კანონისადმი დამორჩილება, ის ვალდებულება, რომელიც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს და ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება, რომ ქართულ კანონმდებლობას დაემორჩილოს. ეს ადამიანები მიზანმიმართულად მიდიან კანონის და ჩვენი საზოგადოების, ქართველი ხალხის ინტერესის საწინააღმდეგოდ.
მათთვის არ არსებობს არავითარი ქართული იმიტომ, რომ თავიანთი პატრონების, დავალების მიმცემების და იმ დიდი „დიფ სეითის“ თუ გლობალური ომის პარტიის რიგითი აგენტები და ჯაშუშები არიან ჩვენს ქვეყანაში მოვლენილი, რომელთაც აქვს სურვილი, რომ ჩვენი ქვეყანა არ იდგეს ფეხზე, ჩვენს ქვეყანაში სუვერენიტეტი არ არსებობს და პირიქით ყელში აქვთ გაჩხირული, რომ ჩვენ ვარ დამოუკიდებლები და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება შეგვიძლია ქართველი ხალხის კარნახით“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.