არჩილ გორდულაძე: გარედან მართული აგენტურა ისევ ქართველ ხალხს უცხადებს პროტესტს, აქციებს უტარებენ, არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოთო, სათქმელი არ აქვთ და თავიანთი არსებობის გამართლებას ცდილობენ

არჩილ გორდულაძე

გარედან მართული აგენტურა ისევ ქართველ ხალხს უცხადებს პროტესტს. ადამიანებს აქციებს უტარებენ, არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოთო, სამწუხაროდ, მათ არც სათქმელი აქვთ და თავიანთი არსებობის გამართლებას ცდილობენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხთან ერთად კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ კიდევ ერთხელ სახელოვნად დაამარცხებს.

„ვნახეთ, რომ ერთმა ოპოზიციონერმა სხვა ოპოზიციონერების წინააღმდეგ იშიმშილა, ვერც გახდა და შიმშილობას დაანება თავი. სამწუხაროდ, მათ არც სათქმელი აქვთ და თავიანთი არსებობის გამართლებას ცდილობენ. ვნახეთ, რომ გახარია-„ლელო“ გარეცხვას ცდილობდნენ. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხთან ერთად კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ კიდევ ერთხელ სახელოვნად დაამარცხებს. ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ მათი მერობის კანდიდატი ალეკო ელისაშვილი იქნებოდა, ალეკო ელისაშვილის დამარცხებული არ გაიშვა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.