"არჩევნებზე საინფორმაციო თავდასხმა გრძელდება - ეს კოორდინირებულია პარტიულ მედიას, "ენჯეოებსა" და უცხოელ აქტორებს შორის... ყველა დეზინფორმაციას ვამხელთ" - შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი

საინფორმაციო თავდასხმა გრძელდება არჩევნებზე, ჩანს, რომ ეს კოორდინირებულია პარტიულ მედიას, "ენჯეოებსა" და უცხოელ აქტორებს შორის, ყველა დეზინფორმაციას ვამხელთ. ხაშურთან დაკავშირებით ვიდეო გავრცელდა, თითქოს, დღეს, არჩევნების დროს სარგებლის დარიგება ხდება, შევეცადეთ, რომ ეს ყველაფერი გაგვერკვია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ ეს ვიდეო გადაღებულია გუშინ და პარტიული მედია მის გავრცელებას ცდილობს, თითქოს, დღევანდელია.

"სინამდვილეში, გადაღებულია გუშინ და საუბარია სააგიტაციო მასალის დარიგებაზე და სხვა – არაფერზე. ახალციხის მეოთხე უბანზე დეზინფორმაცია გავრცელდა, თითქოს, ადგილი ჰქონდა ხმის მიცემის კონტროლს. სინამდვილეში, საქმე ეხებოდა ამომრჩეველს, რომელსაც დაქვეითებული აქვს მხედველობა, მან დახმარება ითხოვა და ბიულეტენის შევსებისას დაეხმარნენ. კარგად ჩანს, რომ ადამიანს მხედველობა უჭირს, ბიულეტენს ახლოდან ავსებს. ესეც დეზინფორმაცია იყო, რაც მხილებულია. გორში, მეხუთე უბანზე, "ლელოს" წარმომადგენელი საარჩევნო აგიტაციას ეწეოდა, მათ შორის მედიის მონაწილეობით და ამაზე საჩივარი დაიწყებოდა. "ლელოს" 2024 წლის საჩივარი ვნახეთ, სადაც ის ითხოვდა უბნების გაუქმებას და ერთ-ერთ არგუმენტად დასახელებული აქვს ფარულობის დარღვევა კამერების მეშვეობით. ის, რასაც "ლელო" 2024 წელს ასაჩივერებდა და შედეგების გაუქმებას ითხოვდა, 2025 წელს თავს აკეთებს. თან უფრო უხეშად, რადგან ამ კამერებს ხმის ჩაწერის ფუნქცია აქვს, რაც კანონდარღვევაა. ეს აღიარა "ლელოს" წარმომადგენელმა. 2024 წლის არჩევნებზე, ზოგიერთ "ენჯეოს" პრეტენზია ჰქონდა ამ კამერებზე, წელს ასეთი პრეტენზია არ ჰქონიათ. ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია, თუმცა ხმის ჩაწერა აკრძალულია კანონით. კი ბატონო, კამერები ჰქონდეთ, ჩაიწერონ და ნახონ, როგორ მარცხდებიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.