არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო, თითქმის, მილიონ 200 ათასმა ამომრჩეველმა, რაც პრინციპულად თანხვედრაშია 2014 და 2017 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნების აქტივობის მაჩვენებლებთან - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

"საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღო, თითქმის, მილიონ 200 ათასმა ამომრჩეველმა, რაც პრინციპულად თანხვედრაშია 2014 და 2017 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნების აქტივობის მაჩვენებლებთან", - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერმა ამომრჩევლებს პოზიციის დაფიქსირებისთვის მადლობა გადაუხადა და მოქალაქეებს გააქტიურებისკენ მოუწოდა.

"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის სახელით, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც უკვე გამოცხადდა საარჩევნო უბანზე. ამასთან, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამომრჩევლებს აქტიურობისკენ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.