1759573255
არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებში საარჩევნო პროცესში მათ მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობენ

არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებში საარჩევნო პროცესზე საუბრობენ. ბრიფინგები იმართება საარჩევნო შტაბებში. განცხადება ცოტა ხნის წინ "ლელო-ძლიერი საქართველოს" წევრმა, თაზო დათუნაშვილმა გააკეთა, რომელმაც კენჭისყრის პროცესზე ისაუბრა.
"განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევები, რაც ამ მომენტისთვის ფიქსირდება, არის თბილისის 51-ე უბანი, სადაც გაიცა ორი ბიულეტენი. ამის გამო დაიწერა საჩივარიც.სამგორში უკვე მეორედ დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევა. აგრეთვე, აუღებელ ციხესიმაგრედ რჩება ნაძალადევის 33-ე უბანი, არ გვაძლევენ საშუალებას კამერის სწორად დაყენების. გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ადამიანები კაბინაში შევიდნენ და იქიდან სახის დაფარვით გამოვიდნენ. ეს მიანიშნებს, რომ იქ "კარუსელი" ტრიალებდა.ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, მე-15 უბანში, პირდაპირ საარჩევნო უბანთან არის სამარშრუტო ტაქსი ჩამომდგარი, რომლიდანაც არიგებენ ფულს. აგრეთვე მსგავსი შემთხვევა, ზუსტად იდენტური, არის დაფიქსირებული მუხიანში, გლდანის 75-ე და 62-ე საარჩევნო უბნებზე. აქაც დავაფიქსირეთ ფულის დარიგების ფაქტი", - განაცხადა დათუნაშვილმა.