1761825060
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკუთარი არჩევანი გააკეთა
 
                                                                სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქო სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს.
„დღეს, 4 ოქტომბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა“, - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ პოსტში.
 
                                                     
                                                     
                                                    










