„არჩევნების შეფასება, რაც მოლდოვაში ვიხილეთ, ის თუ მისაღებია და საქართველოში ჩატარებული ელექტრონული არჩევნები არის მიუღებელი, აქ სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ, რაშია საქმე“ - გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

„არჩევნების შეფასება, რაც მოლდოვაში ვიხილეთ, ის თუ მისაღებია და საქართველოში ჩატარებული ელექტრონული არჩევნები არის მიუღებელი, აქ უკვე სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ, რაშია საქმე, რა უნდათ ამ პატარა ქვეყნისგან, თუ არა გარკვეული ქმედებები იმისთვის, რომ დამძიმდეს სიტუაცია" - პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებებს ეხმაურება და მას უსამართლოს უწოდებს.

„როდესაც არ ახსენებს ქალბატონი კოსი, რომ ეს განაპირობა პოლიციაზე ასეთმა გააფთრებულმა შეტევამ, როდესაც 200-ზე მეტი ადამიანი ფიზიკურად არის დაშავებული, თან სიცოცხლისთვის საშიში შეტევაა განხორციელებული პოლიციელების მიმართ პიროტექნიკით და მოლოტოვის კოქტეილებით. ამას რომ არ ამბობს და ამბობ მეორე მხარეს, დაზიანდნენ მომიტინგეები, მაგრამ მათ დაზიანების ის ხარისხი არ ჰქონიათ რაც გერმანიაში ვიხილეთ. არჩევნების შეფასება, რაც მოლდოვაში ვიხილეთ, ის თუ მისაღებია და საქართველოში ჩატარებული ელექტრონული არჩევნები არის მიუღებელი, აქ უკვე სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ, რაშია საქმე, რა უნდათ ამ პატარა ქვეყნისგან, თუ არა გარკვეული ქმედებები იმისთვის, რომ დამძიმდეს სიტუაცია, სისხლი დაიღვაროს და ხელისუფლება ძალისმიერი მეთოდით შეიცვალოს," - აცხადებს გია ვოლსკი.

გაფართოების საკითხებში ევროკომისრის , მარტა კოსის თანახმად, დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნების დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები იანვრის ბოლოს მიიღებენ. მისივე თქმით, კომისიამ უკვე შეაჩერა 100 მილიონ ევროზე მეტი დაფინანსება, რომელიც განკუთვნილი იყო საქართველოს ხელისუფლებისთვის.

აღნიშნული თანხიდან რვა ნახევარს მილიონს სამოქალაქო საზოგადოებისთვის გამოყოფენ. მარტა კოსის განცხადებით, საქართველოში შექმნილი ვითარება არის "შეხსენება, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ადვილი არ არის - გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ევროპარლამენტმა დღეს პირველად მოუსმინა- მას პოლიტიკურმა ჯგუფებმა კითხვები დაუსვეს.