პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბრიუსელის შემდეგ ვიზიტის განხორციელება კიდევ რამდენიმე ქვეყანაში სურდა, თუმცა მთავრობისგან უარი მიიღო.
„ვიმყოფები ბრიუსელში, სადაც ჩამოვედი იტალიაში ჩემი ოფიციალური სახელმწიფო ვიზიტის შემდეგ იმისთვის, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან ძალისხმევა არ დამეშურებინა ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად. სამწუხაროდ, ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და კიდევ უფრო სამწუხაროდ, ამ რეზოლუციას ისეთი კომენტარები მოჰყვა სახელისუფლებო გუნდიდან, რომელიც რეალურად არ მაძლევს საშუალებას, რომ მე ეფექტურად დავიცვა დღეს ჩვენი კანდიდატურა.
მინდოდა კიდევ საფრანგეთში, პოლონეთში ჩასვლა და შესაძლებელია კიდევ უკრაინაში, რომელთან ერთად ვართ ამ საქმეში და რომლის მადლიერი უნდა ვიყოთ. რომ არა ის, არ იქნებოდა ეს კანდიდატურის დაჩქარებული პროცესი, მაგრამ კიდევ ერთი უარი მივიღე ამ მოგზაურობაზე. თვითონაც ამ უარის შემდეგ, რადგან მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა, ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, მე თვითონაც ჩავთვალე, რომ ალბათ, არ არის მიზანშეწონილი. ეს არ არის ის საქმე, სადაც შემიძლია მთლიანად გადავარჩინო მთავრობის უმოქმედობა. მე ვთვლი, რომ ვარ პასუხისმგებელი კონსტიტუციის წინაშე, რამეთუ კონსტიტუციის 78-ე მუხლი მავალდებულებს ყველაფერი გავაკეთო, რაც შესაძლებელია იმისთვის, რომ ეს პროცესი წინ წავწიოთ.
მე არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი. მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. არავინ არ არის იმის ფასად, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვათ. ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.