„არასამთავრობო ორგანიზაციები ჩამოყალიბდნენ, როგორც მხარე - ქვეყნის დემოკრატიულ განვითარების პროცესებში, თავიანთი ნაბიჯებით, გარკვეულ დამაბრკოლებელ გარემოებებს ქმნიან“ - გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე

საკანონმდებლო ორგანოში პირველი მოსმენით განიხილავენ "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც არასამთავრობო ორგანიზაციები საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში აღარ იქნებიან ჩართული.

პარლამენტს ინიციატივით "ქართულმა ოცნებამ" და "ხალხის ძალამ" ერთობლივად მიმართა.

"არასამთავრობო ორგანიზაციები, რეალურად, ჩამოყალიბდნენ, როგორც მხარე - ქვეყნის დემოკრატიულ განვითარების პროცესებში, რეალურად, თავიანთი ნაბიჯებით, გარკვეულ დამაბრკოლებელ გარემოებებს ქმნიან. მათი როლი ქვეყნის სხვადასხვა ინსტიტუციის ფუნქციონირებაში მხოლოდ ნეგატიურ ხასიათს შეიძლება ატარებდეს", - აცხადებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.