21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1763670521
თბილისის მერი, კახა კალაძე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციის გაუქმების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, ამ ადმინისტრაციის შექმნა "გარედან" იყო "თავსმოხვეული" და რომ "არანაირი სამხრეთ ოსეთი არ არსებობს".
"ესეც გარედან თავსმოხვეული თემა იყო - არანაირი სამხრეთ ოსეთი არ არსებობს, არსებობს სამაჩაბლო, რომელიც არის საქართველოს განუყოფელი ტერიტორია და, სამწუხაროდ, დღეს რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ეს არის მოცემულობა - კიდევ ერთხელ ვიმეორებ, - არანაირი "სამხრეთ ოსეთი" არ არსებობს," - აცხადებს კახა კალაძე.