არ ვიცი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს რა გამოცდილება აქვს ნარკოტიკებთან დაკავშირებით, რანაირად იცის და გრძნობს ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს, ალბათ აქვს გარკვეული გამოცდილება თავისი წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე - არჩილ გორდულაძე

არჩილ გორდულაძე

არ ვიცი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს რა გამოცდილება აქვს ნარკოტიკებთან დაკავშირებით, რანაირად იცის და გრძნობს ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს. ალბათ აქვს გარკვეული გამოცდილება თავისი წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე - ამის შესახებ“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი არჩილ გორდულაძე აცხადებს.

“არ ვიცი ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს რა გამოცდილება აქვს ნარკოტიკებთან დაკავშირებით, რანაირად იცის და გრძნობს ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს. ალბათ აქვს გარკვეული გამოცდილება თავისი წარსული ცხოვრებიდან გამომდინარე და შემდეგ ახლა შეუძლია, რომ ასე ადამიანის შეხედვით და მისი მოძრაობით ამოიცნოს რომელი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არის.

როგორ შეიძლება ამ ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ სამწუხაროდ საქართველოს პრეზიდენტი ჰქვია, მის სიტყვებს რაიმე ფასი ჰქონდეს?! თითოეული მისი ქმედება და სიტყვა, თითოეული მისი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის გადადგმული.

იცით რატომ არ იხევენ ეს პოლიციელები, ქალბატონ სალომეს უნდა გავახსენო, რაც მას ასე ძალიან აკლია, რომელსაც წარმოუდგენელია, რომ ქვეყანა გიყვარდეს, შენი სამშობლო გიყვარდეს, შენი გვერდზე მდგომი მეგობარი გიყვარდეს, რომელსაც ასე ცდილობენ, რომ დაწვან, პირდაპირი მნიშვნელობით, ცოცხლად დაწვან. ამიტომ დგანან ეს გმირი პოლიციელები, ამიტომ არ იხევს თითოეული მათგანი უკან და ახლა ქალბატონ სალომეს წარმოუდგენია, რომ თურმე ნარკოტიკებია საჭირო იმისთვის, რომ სამშობლო გიყვარდეს? ეს არის მისი მორალი და უმორალობა უფრო სწორად“, - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

ცნობისთვის, ქვეყნის სპეცდანიშნულების ძალები აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ არიან - სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ მედიასთან ისაუბრა ამ თემაზე. მისი თქმით, სპეცდანიშნულების ძალების ნარკოტიკულ თრობაზე მათი ბრუტალობა მეტყველებს.