"არ ვარ დარწმუნებული, რომ ნედ პრაისი სრულფასოვან ინფორმაციას ფლობდა, თუ რა განცხადება გააკეთა კონკრეტულმა მოსამართლემ, დარწმუნებული ვარ, მოიკითხავენ ამ კონკრეტული ფაქტს - გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე

"ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, თუმცა დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები ელჩ დეგნანსა ან მის გუნდზე არ შეესაბამება პარტნიორებს შორის კომუნიკაციას" - ამის შესახებ განცხადება შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა ბრიფინგზე გააკეთა.

ნედ პრაისის აღნიშნულ განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა მმართველ გუნდში. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, ყველამ პატივი უნდა სცეს სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას. მისივე თქმით, მასში ნებისმიერი ფორმით ჩარევა არის მიუღებელი.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ პრეს-სპიკერი  სრულფასოვან ინფორმაციას ფლობდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა განცხადება გააკეთა კონკრეტულმა მოსამართლემ, კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მოიკითხავენ ამ კონკრეტული ფაქტის შესახებ უფრო დეტალებში, აქ კიდევ ერთხელ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ყველა ვინც არ უნდა იყოს პატივი უნდა სცეს სახელმწიფო ინსტიტუტებს დამოუკიდებლობას და მასში რაიმე ფორმით ჩარევა ნებისმიერი პირისგან არის მიუღებელი. ამაზეა მხოლოდ საუბარი, არანაირ თავდასხმა და სხვაგვარ გამოხატულებას ადგილი არ ჰქონია",-აცხადებს გივი მიქანაძე.

ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით კი, ვინაიდან ნედ პრაისმა თავის გამოსვლა საქართველოზე საუბრით დაიწყო. ე.ი. საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და მუდმივად აკვირდება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ დღის წესრიგს.