1737486440
არ შეიძლება, პოლიტიკური შანტაჟი ეწოდოს ბანკის კონკრეტულ პოლიტიკას, რადგან ივანიშვილი სანქცირებულია - გიორგი კაპანაძე
შვეიცარიული ბანკის "ჯულიუს ბაერის" ქმედებები, რომლის წინააღმდეგაც, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები სარჩელს ამზადებენ, უკვე მესამე დღეა, პოლიტიკური შეფასებების მთავარი თემაა.
ოპოზიცია კვლავ კერძო დავაზე საუბრობს და ბანკის ქმედებებში პოლიტიკასთან კავშირს ვერ ხედავს.
"არ შეიძლება, პოლიტიკური შანტაჟი ეწოდოს ბანკის კონკრეტულ პოლიტიკას, რადგან ივანიშვილი არის სანქცირებული. გამოვრიცხავ იმას, რომ შვეიცარიული ბანკები რაიმე სახის უკანონობას სჩადიან. შესაძლებელია, რომ ჰქონდეს კონკრეტულ შვეიცარიულ ბანკს პრობლემა ივანიშვილთან, ხოლო სიმართლე რა და როგორი შეიძლება იყოს, შეიძლება გაირკვეს სასამართლოში", - განაცხადა პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი კაპანაძემ.