სენსაციური თევზი, ადამიანის სახით - მისი ვიდეო ვირუსულად ვრცელდება ინტერნეტსივრცეში (ფოტო)
1731359537
"მხოლოდ კანონით ამის მოწესრიგება არ არის საკმარისი, ეს აუცილებლად კონსტიტუციურადაც უნდა მოვაწესრიგოთ," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა, "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" კანონთან დაკავშირებით "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
მისივე თქმით, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს.
"ჩვენ საზოგადოებას ძალიან მკაფიოდ გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. არ შეიძლება, რომ ბავშვებს სკოლებში ლგბტ პროპაგანდას ახვევდე თავს სხვადასხვა ფორმით. ეს მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის და ბუნებრივია, როდესაც ვხედავთ მსოფლიოში რა ვითარებაა, ეს ყველაფერი საკმაოდ სწრაფად ვითარდება და შესაძლოა, საქართველოშიც მოხდეს, ხელისუფლება ვალდებულია საზოგადოების ინტერესი გაითვალისწინოს და მიიღოს პრევენციული ზომები, იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შეჩერდეს რამდენადაც იქნება შესაძლებელი. თუმცა მხოლოდ კანონით ამის მოწესრიგება არ არის საკმარისი, ეს აუცილებლად კონსტიტუციურადაც უნდა მოვაწესრიგოთ და ამიტომაც არის ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რატომაც ჩვენ ვამბობთ, რომ "ქართულ ოცნებას" ამ არჩევნებში არამხოლოდ გამარჯვება, არამედ, კონსტიტუციური უმრავლესობით გამარჯვება გვჭირდება, არის სწორედ ეს, რომ შემდგომ ის ღირებულებები და პრინციპები, რომელიც ამ კანონში არის ჩადებული, კონსტიტუციაშიც ავსახოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება ამას ძალიან სწორედ აფასებს და არჩევნების შედეგებშიც გამოჩნდება," - განაცხადა გიორგი კახიანმა.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კანონს "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" ხელი მოაწერა. კანონი ძალაშია. აღნიშნული კანონის ხელმოწერაზე, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. მოტივირებული შენიშვნების გარეშე თქვა უარი. ამჯერად მას ვეტო არ გამოუყენებია და პარლამენტს კანონი უბრალოდ ხელმოწერის გარეშე დაუბრუნა.